Accentnews.ge
ბაქო მოსკოვისგან განმარტებას მოითხოვს

ბაქო მოსკოვისგან განმარტებას მოითხოვს

05/05/2025 07:45:33 კავკასია

აზერბაიჯანი რუსეთისგან მოითხოვს განმარტებას, თუ რატომ დააკავეს ქვეყნის მილი მეჯლისის დეპუტატი აზერ ბადამოვი მოსკოვის აეროპორტში.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აიჰან ჰაჯიზადემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბადამოვი, რომელიც ასტრახანში მიემგზავრებოდა ტრანზიტით, ვნუკოვოს აეროპორტში დააკავეს და ასტრახანში გაფრენის ნება არ მისცეს. მას შეატყობინეს, რომ რუსეთში შესვლა აეკრძალა. მოგვიანებით ის ბაქოში დააბრუნეს.

ჰაჯიზადეს თქმით, რუსეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ყოველგვარი წინასწარი შეტყობინებისა და განმარტების გარეშე.

საგარეო უწყების წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ დეპუტატი ასტრახანში მიემგზავრებოდა ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, რათა მონაწილეობა მიეღო აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 102 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

ჰაჯიზადეს თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკითხი გამოძიებული იქნება, თუმცა შესვლის აკრძალვის მიზეზებზე განმარტება არ გაუკეთებია.

ბაქოში მოსკოვის ქმედებებს არამეგობრულ ნაბიჯად აფასებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S