კუბილიუსი: თუ ტრამპი პუტინს მშვიდობაზე ვერ დაითანხმებს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას მნიშვნელოვნად გავზრდით

05-05-2025 15:24:03 ევროპა

ევროკავშირის თავდაცვის კომისრის ანდრიუს კუბილიუსის თქმით, ევროკავშირს შუეძლია, მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება, თუ იარაღს პირდაპირ უკრაინელი მწარმოებლებისგან იყიდიან.

კუბილიუსი ამბობს, რომ ევროკავშირი და აშშ ყოველწლიურად უკრაინას €40 მილიარდის ღირებულების იარაღს აწვდიან, თუმცა იარაღის წარმოება უკრაინაში ორჯერ უფრო იაფი ჯდება ვიდრე აშშ-სა და ევროკავშირში. შესაბამისად, კუბილიუსის აზრით, ევროკავშირს შეუძლია, 40 მილიარდად, ორჯერ უფრო მეტი იარაღი შეიძინოს უკრაინელი მწარმოებლებისგან და ამით ფაქტიურად ორჯერ გაზარდოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება.

"თუ პუტინს ტრამპი ვერ დაარწმუნებს, რომ დათანხმდეს მშვიდობას, ჩვენ მშვიდობისთვის უფრო დამაჯერებელ არგუმენტებს ძალიან სწრაფად წამოვწევთ წინ - უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდით" – წერს კუბილიუსი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები