
ვინ იყიდა „რიყის დოქები“
05/05/2025 11:46:00 პოლიტიკა, საზოგადოება
„რიყის დოქები“ გაიყიდა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მისი მფლობელია შპს „რიყე დომ“.
ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, „რიყის დოქების“ "შემძენი შპს ,,რიყე დომ”-ის დირექტორი მიხეილ ტყეშელაშვილი "ქართული ოცნების" "დეპუტატის” გიორგი ბარვენაშვილის ბიზნეს წილების მმართველი, იმავდროულად ბიზნესომბუდსმენის აპარატის თანამშრომელია. "მესაკუთრე შპს ,,ნ.გ.ბ.” - მესაკუთრე თორნიკე კოპალიანი, ,,არქის” ფინანსური მენეჯერი".
"რიყის დოქები სახელმწიფომ 2022 წლის 24 მარტს რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილის პარტნიორს, დავით ხიდაშელს მიყიდა 10,020,000 ლარად (საწყისი ფასი 96 მილიონი ლარი იყო !!!). დავით ხიდაშელის კომპანიას 2025 წლის 24 მარტამდე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აქ ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი უნდა გაეხსნა.ვნახოთ, რეალურად ვინ იყიდა ქალაქის ცენტრში მდებარე შენობა, შეუცვლის თუ არა საპრივატიზებო პირობებს სახელმწიფო ახალ შემძენს, რა ფუნქციას შეიძენს ის და გამოიკვეთება თუ არა მორიგი კორუფციული გარიგება რიყის დოქებზე….“ - წერს ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში.
"უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით, ახალმა მესაკუთრემ მისი ღირებულება განვადების წესით უნდა დაფაროს. „მყიდველს უფლება არ აქვს გამყიდველის თანხმობის გარეშე ნასყიდობის საფასურის გადახდამდე იპოთეკით დატვირთოს ნასყიდობის საგანი“,- აღნიშნულია ხელშეკრულებაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021