05-05-2025 18:28:32 საზოგადოება
საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტში საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები, საჯარო მოხელეები, კულტურისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იქნებიან წარმოდგენილი.
„საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შეიქმნება 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: საზოგადოებრივი მოძრაობები, პროტესტში მონაწილე აქტივისტები, სტუდენტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრები, კულტურის სფეროს, ბიზნესსექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და ,,წინააღმდეგობის პლატფორმის“ წარმომადგენლები“, - წერს ზურაბიშვილი.