Accentnews.ge
უკრაინულმა დრონებმა კვლავ შეუტიეს რუსეთის ერთადერთ დრონების ოპტიკურ-ბოჭკოვან ქარხანას

უკრაინულმა დრონებმა კვლავ შეუტიეს რუსეთის ერთადერთ დრონების ოპტიკურ-ბოჭკოვან ქარხანას

07/05/2025 08:21:16 მსოფლიო

7 მაისის დილას უკრაინულმა დრონებმა მორდოვიას რესპუბლიკის დედაქალაქ სარანსკს შეუტიეს. რეგიონის ხელმძღვანელმა არტემ ზდუნოვმა, „დრონების საფრთხის“ შესახებ განაცხადა, ხოლო მორდოვიას ოპერატიულმა შტაბმა აკრძალა თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელება. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა „შოტს“ სარანსკში რამდენიმე ძლიერი აფეთქების შესახებ უამბეს, რომლებიც დილით ქალაქის ერთ-ერთ სამრეწველო ზონაში მოხდა. ამის შემდეგ, ხიმაშში, ადგილობრივ ქარხანასთან ახლოს ხანძარი გაჩნდა.

„ასტრას“ ცნობით, უკრაინული დრონების სარანსკში შეფრენის შემდეგ ორი ხანძარი გაჩნდა. ერთ-ერთი მათგანი „ოპტოფოლოკონე სისტემების“ ქარხნის ტერიტორიაზე იყო, რომელიც რუსეთში პირველი და ერთადერთი ქარხნაა, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვან სისტემებს აწარმოებს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ ადრე აღნიშნა, რომ ეს საწარმო აწარმოებს ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებს, რომლებიც უკრაინაში ფრონტის ხაზზე დრონების სამართავად გამოიყენება. მანამდე, უკრაინულმა დრონებმა ქარხანას 5 აპრილს შეუტიეს. მეორე ხანძარი პირველიდან რამდენიმე კილომეტრში, სავარაუდოდ, სარანსკაბელის მანქანათმშენებელ ქარხანაში გაჩნდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

ტულაში, რუსეთის რაკეტების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს ქარხანაში ხანძარი გაჩნდა დრონებით თავდასხმის შემდეგ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S