Accentnews.ge
ფაშინიანი: " საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა უნდა იამაყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან"

ფაშინიანი: " საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა უნდა იამაყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან"

04/03/2020 19:13:03 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, "საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა უნდა იამაყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან".

"რადიო თავისუფლების" ცნობით, რუსთაველის თეატრში დიასპორასთან გამართულ შეხვედრაზე მაგისტრატურის სტუდენტმა ერიკ კარაპეტიანმა ნიკოლ ფაშინიანს ჰკითხა, აქვს თუ არა სომხეთს რაიმე სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ეთნიკური სომხები სამშობლოში დაბრუნდებოდნენ.

"როდესაც ვხვდები ხოლმე, მაგალითად, გერმანიაში მცხოვრებ სომხებს და მეკითხებიან სომხეთში დაბრუნებაზე, ეს ჩემთვის გასაგები თემაა… მაგრამ თბილისში, საქართველოში მცხოვრები სომხების მხრიდან მსგავსი შეკითხვა რაღაც კითხვებს მიჩენს. რადგან მე ვთვლი, რომ თბილისში მცხოვრები სომხები სამშობლოში ცხოვრობენ. და ამით მე მინდა, ვთქვა, რომ დიახ, თბილისში მცხოვრებმა სომხებმა და მთლიანად საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა უნდა იამაყონ იმით, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ჩვენ, სომხებმა, როგორც ხალხმა, მიზანმიმართულად უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, განვითარებული, სტაბილური და ძლევამოსილი. და საქართველომაც მიზანმიმართულად უნდა იმოქმედოს, რომ სომხეთი იყოს ძლიერი, განვითარებული და სტაბილური სახელმწიფო",– განაცხადა კითხვის საპასუხოდ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S