
ალიევმა პუტინის აღლუმზე დასწრებაზე უარი განაცხადა
07/05/2025 16:10:55 კავკასია, მსოფლიო
აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა ბოლო მომენტში უარი განაცხადა, 9 მაისისთვის მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო სამხედრო აღლუმს დაესწროს.
ალიევის მოსკოვში ვიზიტი, რომელიც პირველი უნდა გამხდარიყო 2015 წლის შემდეგ, ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის ჯერ კიდევ მარტში იყო შეთანხმებული, თუმცა როგორც დღეს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ უშაკოვმა განაცხადა, აღარ გაიმართება.
"როგორც ბაქომ განგვიმარტა, ალიევმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მამამისის - ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილ შიდა ღონისძიებებში" - განაცხადა უშაკოვმა.
მოსკოვში ვიზიტზე კორონავირუსით ინფიცირების საბაბით უარი თქვა ლაოსის პრეზიდენტმა თხონლუნ სისულიტმაც.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021