
ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება შეერთებული შტატების წყალობით იქნა მიღწეული
08/05/2025 09:23:01 მსოფლიო
მოკავშირეების გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში მხოლოდ შეერთებული შტატების წყალობით გახდა შესაძლებელი. ეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, რომლითაც 8 მაისი გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
„მთელ მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომის მოკავშირეები ამ კვირაში აღნიშნავენ, მაგრამ შეერთებულ შტატებს ეს დღე ნამდვილად არასდროს აღუნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება დიდწილად ჩვენი დამსახურებით იქნა მიღწეული. მოგწონთ თუ არა, ჩვენ ამ ომში შევედით და მოვიგეთ. ბევრი დიდი მოკავშირის დახმარება გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ვერავინ უარყოფს, რომ ჩვენ ვიყავით დომინანტი ძალა“, - თქვა ტრამპმა.
თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დღეს ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ ადამიანს, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო "საკუთარი ერისთვის, თავისუფლებისთვის და დასავლური ცივილიზაციის გადარჩენისთვის. ამერიკელი ჯარისკაცების მსხვერპლის გარეშე ეს ომი არ იქნებოდა მოგებული და დღევანდელი მსოფლიო რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021