Accentnews.ge
პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების ფონზე რუსულმა ავიაციამ სუმი დაბომბა

პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების ფონზე რუსულმა ავიაციამ სუმი დაბომბა

08/05/2025 08:10:41 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალებმა სუმის ოლქში რუსული მართვადი ბომბების განმეორებით გაშვების შესახებ განაცხადეს.

მანამდე, უკრაინის საჰაერო ძალები იტყობინებოდნენ, რომ შუაღამის შემდეგ რუს სამხედროებს უკრაინის მიმართულებით რაკეტები ან დრონები არ გაუშვიათ, მაგრამ გააძლიერეს ტაქტიკური ავიაციის მოქმედება სუმის ოლქის მიმართულებით, რომელიც კურსკის ოლქს ესაზღვრება.

სუმის პროკურატურამ განაცხადა, რომ დილის 3:00 საათზე სუმის რაიონში, საჰაერო ბომბის აფეთქების შედეგად, საკუთარ სახლში 55 წლის ქალი დაიღუპა, ხოლო მისი 24 წლის ვაჟი დაიჭრა.

რუს სამხედროებს კომენტარი არ გაუკეთებიათ სუმის ოლქზე 8 მაისს დარტყმების გაგრძელების შესახებ ინფორმაციაზე. რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა ამ დღეს ამოქმედდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S