08-05-2025 12:41:17 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს კრემლში მოლაპარაკებებისთვის უმასპინძლა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, რომელიც, როგორც მოსკოვი იმედოვნებს, უკრაინასთან ომის გადამწყვეტ მომენტში რუსეთის ლიდერს დიპლომატიურ მხარდაჭერას გაუწევს, - წერს „როიტერი“.
პუტინი და სი ძინპინი კრემლის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრულ დარბაზში წითელ ხალიჩაზე გავლით მიუახლოვდნენ ერთმანეთს, კამერების წინაშე ხელი ჩამოართვეს, შემდეგ ჩინეთისა და რუსეთის ეროვნული ჰიმნებს მოუსმინეს - აღწერს შეხვედრას სააგენტო.
სი ყველაზე გავლენიანია იმ ორ ათეულზე მეტი უცხოელ ლიდერებს შორის, რომლებსაც ომის დასრულების 80 წლისთავის აღსანიშნავად ამ კვირაში მოსკოვში ელიან. ღონისძიება უკრაინასთან ომის გადამწყვეტ მომენტში იმართება, რამდენადაც მოსკოვი და კიევი შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლას განიცდიან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით - ხაზს უსვამს გამოცემა.
სი ძინპინი, რომლის ქვეყანაც შეერთებულ შტატებთან სატარიფო ომშია ჩართული, მოსალოდნელია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად რამდენიმე შეთანხმებას მოაწერს ხელს.
ჩინეთი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და მოსკოვს სამაშველო რგოლი მისცა, რაც მას დასავლეთის სანქციების დაძლევაში დაეხმარა. ჩინეთი რუსულ ნავთობსა და გაზის ყველაზე მსხვილი შემსყიდველია,- დასძენს გამოცემა.