რომის პაპი ლეო მეთოთხმეტე გახდა

08-05-2025 22:18:37 მსოფლიო

კათოლიკურ ეკლესიის ახალი წინამძღოლი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. პაპობაში ის ლეო მეთოთხმეტე იქნება - პირველი ამერიკელი პაპი რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში.

69 წლის რობერტ პრევოსტი ჩიკაგოში დაიბადა, ის პერუში მსახურობდა ეპისკოპოსად 2023 წლამდე, როდესაც ის პაპმა ფრანცისკემ კარდინალად აკურთხა. 2025 წლის თებერვალში რომის პაპმა ის კარდინალ ეპისკოპოსად დააწინაურა და რომის პროვინციაში, ალბანოს ეპარქიაში განაწესა.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიოს არაერთი ლიდერი და, იტალიის ხელისუფლების თანახმად, 400 000-მდე ადამიანი დაესწრო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები