09-05-2025 12:13:35 ევროპა
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" 100-მდე ტანკერს სანქციების სიაში ამატებს.
როგორც განიმარტა, ტანკერები რუსეთის ნავთობის ექსპორტის "ჩრდილოვანი ფლოტის" ბირთვს წარმოადგენენ და 2024 წლის დასაწყისიდან 24 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობი გადაზიდეს.
დიდმა ბრიტანეთმა უკვე დააწესა სანქციები რუსული ნავთობის გადამზიდავი რამდენიმე ათეული ტანკერის წინააღმდეგ.
პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ახალი სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ერთობლივი საექსპედიციო ძალების (JEF) წარმომადგენლების სამიტზე, რომელიც 10 ქვეყანას აერთიანებს: დანიას, ესტონეთს, ფინეთს, ისლანდიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნორვეგიას, ნიდერლანდს, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოს.
“რუსეთის მხრიდან ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შეუფასებლობა შეუძლებელია, ამიტომ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთაა”, რათა პუტინის ჩრდილოვანი ფლოტი ჩავარდეს და მისი სამხედრო მანქანა ვერ იღებდეს ნავთობიდან შემოსავალს და “ჩვენი წყალქვეშა ინფრასტრუქტურა დავიცვათ“, - ციტირებს მთავრობის პრესსამსახური სტარმერის სიტყვებს.