09-05-2025 17:37:33 მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება და აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.
მისივე თქმით, ის, როგორც პრეზიდენტი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობას უზრუნველყოფს.
"რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარკებები გრძელდება. აშშ იდეალურ შემთხვევაში 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. იმედია, რომ მისაღები ცეცხლის შეწყვეტა დაცული იქნება და ორივე ქვეყანა ამ პირდაპირი მოლაპარაკების პატივისცემაზე პასუხს აგებს. თუ ცეცხლის შეწყვეტა დაცული არ იქნება, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ. ყოველკვირეულად ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი იხოცება და ყველას უნდა სურდეს, რომ ეს დასრულდეს. მე მსურს და აშშ-ს სურს ასევე. როგორც პრეზიდენტი, რუსეთსა და უკრაინას შორის ევროპელებთან ერთად მშვიდობის უზრუნველყოფისადმი ერთგული ვიქნები და ეს საბოლოო მშვიდობა იქნება! ეს ცეცხლის შეწყვეტა საბოლოოდ სამშვიდობო ხელშეკრულებამდე უნდა მიდიოდეს. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს და საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი ვიქნები. მადლობა თქვენი ყურადღებისთვის!" - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
.