Accentnews.ge
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ვირუსის ზემოქმედებას ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა"

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ვირუსის ზემოქმედებას ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა"

05/03/2020 06:28:45 საშინაო პოლიტიკა

ეკის პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, "საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედებას ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა".

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შესაბამისი დავალებები უკვე გაიცა და ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს დღეებში შეხვდება დარგის წარმომადგენლებს. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ზეგავლენა იყოს მინიმიზებული.

„კორონავირუსის წინააღმდეგ უწყებათაშორისი საბჭო აგრძელებს აქტიურ მუშაობას. ჩვენ განვიხილავთ ეკონომიკაზე ზემოქმედების შემსუბუქებას. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე და გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების სერიოზული პროგნოზები არსებობს. რა თქმა უნდა, მცირედი ზეგავლენა დღევანდელი დღისთვის ამას უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე, პირველ რიგში, კი იმ დარგებზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია. ჩვებ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც მთავრობის ხელშია, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 140 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 38 ადამიანი ემსხვერპლა და 119 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,981–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,270 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 200-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 48 000–ზე მეტი პაციენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S