
"შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის აღდგენისთვის 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა და კონკრეტული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება"
05/03/2020 06:50:56 რეგიონები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებითმ, "მთის ფონდიდან გამოიყოფა 1,5 მილიონი ლარი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, შატილში ბავშვებს სკოლა-პანსიონი აღუდგეთ".
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, დღეს საკითხი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთავრობის სხდომაზე გამოაქვს.
„მოგეხსენებათ, რომ შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა 2019 წლის ოქტომბერში. ჩვენ მაშინ გავეცით დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში აღვადგენთ ამ სკოლა-პანსიონს. კლიმატური პირობები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. რა თქმა უნდა, ეს დაპირება შესრულდება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.