Accentnews.ge
ელისეის სასახლე რუსულ დეზინფორმაციას პასუხობს: "უბრალო ცხვირსახოცი ნარკოტიკად გაასაღეს"

ელისეის სასახლე რუსულ დეზინფორმაციას პასუხობს: "უბრალო ცხვირსახოცი ნარკოტიკად გაასაღეს"

12/05/2025 09:55:47 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში "ქვეყნის მტრების მიერ გავრცელებული ტყუილი" უწოდეს ინფორმაციას, რომლის თანახმად, "კიევისკენ მატარებლით მომავალი საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ლიდერების მაგიდაზე იდო ნარკოტიკი, რომლის დამალვასაც საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობდა".

"ევროპული ერთიანობის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია იქამდე მიდის, რომ უბრალო ცხვირსახოცი ნარკოტიკად გაასაღეს და ამ ცრუ ინფორმაციას საფრანგეთის მტრები ავრცელებენ როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით", – აცხადებენ ელისეის სასახლეში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყველას მოუწოდებს, რომ "მანიპულაციისადმი სიფრთხილე გამოიჩინონ".

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ორ ფოტოს აქვეყნებს: პირველზე ასახულია მაგიდაზე დადებული ცხვირსახოცი განმარტებით: "ეს არის ცხვირსახოცი ცხვირის მოსახოცად". მეორე ფოტოზე - ევროპული ქვეყნების ლიდერების ფოტოზე დატანილია წარწერა: "ეს არის ევროპული ერთობა მშვიდობის წინ წასაწევად".

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში 9 მაისს გაემგზავრნენ. მატარებელში გადაღებულ ვიდეოკადრებში მაგიდაზე ჩანს ქაღალდის ხელსახოცი, რომელსაც შემდეგ ჯიბეში იდებს პრეზიდენტი მაკრონი. ამ კადრების გავრცელების შემდეგ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები და კრემლის პროპაგანდისტები როგორც თავად რუსეთში(მაგალითად, მარგარიტა სიმონიანი), ასევე სხვა ქვეყნებშიც, სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ევროპელ ლიდერებს თან ჰქონდათ კოკაინი, რომლის დამალვასაც მაკრონი ცდილობდა. ეს ინფორმაცია, როგორც „სკანდალი“, ზოგიერთმა ქართულმა მედიასაშუალებამაც გაავრცელა (მაგალითად, POSTV).

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა 10 მაისს, კიევში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S