
ზელენსკიმ რომის პაპი უკრაინაში მიიწვია:
12/05/2025 10:13:41 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რომის პაპ ლეო XIV-ს შორის სატელეფონო საუბარი გამართა, - ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ვესაუბრე პაპ ლეო XIV-ს, ეს ჩვენი პირველი საუბარი იყო, თუმცა უკვე ძალიან თბილი და ჭეშმარიტად შინაარსიანი. მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას უკრაინისა და ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებთ მის სიტყვებს ჩვენი ქვეყნისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისა და ტყვეების გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ. ასევე ვისაუბრეთ რუსეთის მიერ დეპორტირებული ათასობით უკრაინელი ბავშვის შესახებ. უკრაინა ვატიკანის დახმარებას ელის ოჯახებთან მათ დაბრუნებაში“, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, რომის პაპს უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ აცნობა.
„ვაცნობე პაპს უკრაინასა და ჩვენს პარტნიორებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ, რომ დღეიდან უნდა დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღის განმავლობაში. უკრაინას სურს ამ ომის დასრულება და ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად. ახლა ჩვენ ველოდებით მსგავს ნაბიჯებს რუსეთისგან“, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, რომის პაპი სამოციქულო ვიზიტით უკრაინაში მიიწვია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021