
ბერლინი: თუ დღის ბოლომდე ცეცხლი არ შეწყდება, სანქციების მომზადებას დავიწყებთ
12/05/2025 14:53:52 ევროპა
გერმანიის მთავრობის განცხადებით, თუ რუსეთი 12 მაისის დღის ბოლომდე არ დაიწყებს უკრაინაში 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას, ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მოსამზადებელ პროცესს დაიწყებენ.
"დრო გადის. დღის ბოლომდე კიდევ 12 საათია დარჩენილი და თუ ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა, ევროპული მხარე სანქციების მომზადებას დაიწყებს". - განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანამდე, 10 მაისს, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს კიევში შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ 12 მაისიდან უნდა ამოქმედდეს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღის ვადით, "რათა დიპლომატიისთვის სივრცე შეიქმნას".
"ამ პერიოდში დიპლომატიური ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული მშვიდობის უსაფრთხოების, პოლიტიკური და ჰუმანიტარული საფუძვლების შემუშავებაზე.
თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, უნდა დაწესდეს მკაცრი სანქციები მისი საბანკო და ენერგეტიკული სექტორების წინააღმდეგ, მათ შორის, წიაღისეულ საწვავზე, ნავთობსა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტზე.
ისინი შეთანხმდნენ, რომ დაამტკიცებენ ევროკავშირის მეთხუთმეტე სანქციების პაკეტს, რომელიც თანხვედრაში იქნება გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებთან". - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021