Accentnews.ge
Weimar+ უერთდება უკრაინის მოწოდებას 30 დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტის თაობაზე

Weimar+ უერთდება უკრაინის მოწოდებას 30 დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტის თაობაზე

13/05/2025 05:32:41 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ( Weimar+ ) უკრაინის მხარდამჭერ მორიგ განცხადებაც აქვეყნებენ.

ერთობლივ განცხადებაში დადასტურებულია უკრაინის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა.

„მივესალმეთ აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებულ სამშვიდობო ძალისხმევას და ამ კვირაში შემდგომი მოლაპარაკებების პერსპექტივას. ჯერჯერობით, რუსეთს არ გამოუხატავს რაიმე სერიოზული განზრახვა პროგრესის მისაღწევად. მან ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს. შევუერთდით უკრაინას დაუყოვნებლივ, სრული, უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებაში, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიან, ყოვლისმომცველ და ხანგრძლივ მშვიდობაზე მოლაპარაკებებისთვის. ნებისმიერი მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება მდგრადი, თუ ის დაფუძნებული იქნება საერთაშორისო სამართალზე, მათ შორის გაეროს ქარტიაზე და უკრაინას შეეძლება შეაკავოს რუსეთის ნებისმიერი მომავალი თავდასხმა და თავი დაიცვას მისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობასა და სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე, უსაფრთხოების საიმედო გარანტიების აუცილებლობასა და უკრაინის აღდგენის ხელშეწყობაზე.

Weimar+ აცხადებს, რომ რუსეთის ომის წარმოების უნარის შესამცირებლად ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ.

„შევთანხმდით, რომ მივიღოთ ამბიციური ზომები რუსეთის ომის წარმოების უნარის შესამცირებლად კრემლის შემოსავლების შეზღუდვით, „ჩრდილოვანი ფლოტის“ ჩამოშლით, ნავთობის ფასების ლიმიტის გამკაცრებით და რუსული ენერგო რესურსების დარჩენილი იმპორტის შემცირებით. შევინარჩუნებთ რუსეთის სუვერენულ აქტივებს ჩვენს იურისდიქციებში მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას და არ გადაიხდის მიყენებულ ზარალს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.

ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით და რუსეთისგან პასუხს ელოდებიან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს, სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში დაელოდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S