
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან სატელეფონო საუბრები გამართა
13/05/2025 05:47:55 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სტამბოლში 15 მაისისთვის დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან სატელეფონო საუბრები გამართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ინიციატივას 15 მაისს, სტამბოლში დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინის შესახებ.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მარკო რუბიომ თურქეთს მადლობა გადაუხადა რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ხელშეწყობისთვის და მიესალმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესაძლებლობას.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021