Accentnews.ge
მედია: სირიის ხელისუფლება სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ტრამპს რესურსებზე წვდომას სთავაზობს

მედია: სირიის ხელისუფლება სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ტრამპს რესურსებზე წვდომას სთავაზობს

13/05/2025 06:46:56 მსოფლიო

ბაშარ ალ-ასადის დროს დაწესებული სანქციების მოსახსნელად, სირიის ხელისუფლება მზადაა, ამერიკულ კომპანიებს ქვეყნის ბუნებრივი რესურსების განვითარებაზე წვდომა მისცეს, აშშ-უკრაინის ბოლოდროინდელი შეთანხმების მსგავსად. ამის შესახებ The Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში მომავალი ტურნეს ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა საუდის არაბეთში სირიის ამჟამინდელ ლიდერს აჰმედ ალ-შარაას შეხვდეს.

გამოცემის წყაროების ცნობით, სირიის ახალმა ლიდერმა შესაძლოა ასევე დაიწყოს მოლაპარაკებები სირიის შეერთების შესახებ აბრაამის შეთანხმებებთან - დიპლომატიური ინიციატივა, რომელმაც ისრაელის არაბულ ქვეყნებთან, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ბაჰრეინთან, მაროკოსთან და სუდანთან ურთიერთობების ნორმალიზება მოახდინა. გარდა ამისა, ის მზადაა დაეთანხმოს ისრაელის მუდმივ ყოფნას სირიის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებზე, გოლანის მაღლობების რეგიონში.

"როიტერი" ასევე ადასტურებს ინფორმაციას სირიის გეგმების შესახებ, დადოს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯონათან ბასმა, რომელიც ალ-შარაას 30 აპრილს შეხვდა, სააგენტოს განუცხადა, რომ სირიის ლიდერი აპირებს შეთანხმების მიღწევას „ქვეყნის მომავლისთვის“. „მან (ალ-შარაამ. — TMT) ისაუბრა დამასკოში ტრამპ თაუერის აშენებაზე და გამოთქვა მზადყოფნა, მეზობლებთან მშვიდობის მიღწევისთვის“, - დასძინა ბასმა.

"როიტერს" წყარომ, რომელიც იცნობს ტრამპის რეგიონში ვიზიტის გეგმებს, განუცხადა, რომ აშშ-სა და სირიის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა მართლაც იგეგმება. თუმცა, მისი თქმით, ტრამპსა და ალ-შარაას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ჯერ არ არის დაგეგმილი. ამავდროულად, სირიის ლიდერთან დაახლოებულმა კიდევ ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრა შესაძლებელია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S