
რუსეთის ჯარებმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინას მხოლოდ 10 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს
13/05/2025 07:24:21 მსოფლიო
რუსეთის ჯარებმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინას მხოლოდ 10 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, რაც უჩვეულოა, რადგან უკრაინელი სამხედროები ყოველდღიურად 100-ზე მეტი დრონით თავდასხმის შესახებ იტყობინებიან. ინფორმაცია 10 დრონით შეტევის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ 13 მაისს, დილით გაავრცელა.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ათივე რუსული დრონი ჩამოაგდო.
რაც შეეხება შედეგებს, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, დნეპროპეტროვსკის ოლქში კი კერძო სახლი დაზიანდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S