Accentnews.ge
კელოგი: რუსეთის სანქციების აქტი მზადაა - იმაზე მკაცრია, ვიდრე ოდესმე გვინახავს

კელოგი: რუსეთის სანქციების აქტი მზადაა - იმაზე მკაცრია, ვიდრე ოდესმე გვინახავს

13/05/2025 17:24:47 მსოფლიო

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში შეთანხმება ვერ მიიღწევა, აშშ რუსეთზე წნეხს გაზრდის

მან გაიხსენა, რომ აშშ-ს 2025 წლის "რუსეთის სანქციების აქტი მზად აქვს და 77-ზე მეტი სენატორი უჭერს მხარს".

"საუბარია, პირველ რიგში, მათ [რუსეთის] ცენტრალურ ბანკზე ან ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" დასანქცირებაზე, რომელსაც მათი უკანონო ნავთობის უდიდესი ნაწილი გადააქვს. ამის 70% ბალტიის გავლით გამოდის და შესაძლებელია "ჩრდილოვანი ფლოტის" ადევნება და ეკონომიკური კუთხით თავდასხმა. პრეზიდენტი პუტინი უკვე გავაფრთხილეთ ამის შესახებ. ეს სანქციები ძალიან სერიოზულია - იმაზე მკაცრია, ვიდრე ოდესმე გვინახავს და ევროპელებიც ასე ფიქრობენ." - თქვა კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში.

მედია: ევროპა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებამდე თურქეთის სამიტის შედეგებს დაელოდება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S