Accentnews.ge
ტრამპი სირიისთვის სანქციებს მოხსნას აანონსებს

ტრამპი სირიისთვის სანქციებს მოხსნას აანონსებს

13/05/2025 17:42:31 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას გეგმავს, რათა ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყანას "შანსი მიეცეს." ამის შესახებ ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

ტრამპის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამენ ბინ სალმანთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრის შემდეგ მიიღო.

„სირია, წარმატებებს გისურვებ“ - თქვა დონალდ ტრამპმა. „გვაჩვენე რაღაც განსაკუთრებული“.

მან ასევე დაამატა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო “მოგვიანებით ამ კვირას” თურქეთში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

ამასთანავე, რეპორტიორების კითხვაზე, მოელის თუ არა იგი საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში ალ-შარაასთან შეხვედრას, ტრამპმა უპასუხა: "დიახ, ასე მგონია".

მანამდე მედია წერდა, რომ ბაშარ ალ-ასადის დროს დაწესებული სანქციების მოსახსნელად, სირიის ხელისუფლება მზადაა, ამერიკულ კომპანიებს ქვეყნის ბუნებრივი რესურსების განვითარებაზე წვდომა მისცეს, აშშ-უკრაინის ბოლოდროინდელი შეთანხმების მსგავსად.

მედიის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში მომავალი ტურნეს ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა საუდის არაბეთში სირიის ამჟამინდელ ლიდერს აჰმედ ალ-შარაას შეხვდეს. მედია ასევე წერდა, რომ სირიის ახალმა ლიდერმა შესაძლოა ასევე დაიწყოს მოლაპარაკებები სირიის შეერთების შესახებ აბრაამის შეთანხმებებთან - დიპლომატიური ინიციატივა, რომელმაც ისრაელის არაბულ ქვეყნებთან, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ბაჰრეინთან, მაროკოსთან და სუდანთან ურთიერთობების ნორმალიზება მოახდინა. გარდა ამისა, ის მზადაა დაეთანხმოს ისრაელის მუდმივ ყოფნას სირიის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებზე, გოლანის მაღლობების რეგიონში.

ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯონათან ბასმა, რომელიც ალ-შარაას 30 აპრილს შეხვდა, სააგენტოს განუცხადა, რომ სირიის ლიდერი აპირებს შეთანხმების მიღწევას „ქვეყნის მომავლისთვის“. „მან (ალ-შარაამ. — TMT) ისაუბრა დამასკოში ტრამპ თაუერის აშენებაზე და გამოთქვა მზადყოფნა, მეზობლებთან მშვიდობის მიღწევისთვის“, - დასძინა ბასმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S