Accentnews.ge
მტკვარში 44 დღის წინ გაუჩინარებული გოგოს ცხედარი იპოვეს

მტკვარში 44 დღის წინ გაუჩინარებული გოგოს ცხედარი იპოვეს

15/05/2025 05:43:09 საზოგადოება

თბილისში, მდინარე მტკვარში მაშველებმა ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში გოგოს ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მარნეულში დაფუძნებულმა მედიასაშუალებებმა – Marneulinews-მა და 24news-მა გაავრცელეს.

გარდაცვლილი 1 აპრილს გაუჩინარებული აითაჯ მამედოვაა.

ოჯახის ცნობით, ის მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად იყო წასული, რის შემდეგაც „მშვიდობის ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა.

ცნობისთვის: 14 მაისს გამთენიას მტკვარში ავტომობილი გადავარდა მას შემდეგ, რაც მარცხენა სანაპიროზე სხვა ავტომობილი დაეჯახა.

მანქანაში ოთხი მგზავრი იჯდა. ერთმა მანქანის ვარდნისას გადმოსვლა მოასწრო და მაშველების დახმარებით მდინარიდანაც ამოვიდა.

დღეს დილით მაშველებმა ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს.

შსს-ის ცნობით, სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე შეამცირეს. სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ დაწყებული „ძებნა-შველის ღონისძიების“ ფარგლებში იპოვეს ქალის ცხედარი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S