აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი აშშ-დან შემოვიდა

15-05-2025 18:40:53 ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული აპრილის თვის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი აშშ-დან შემოვიდა.

სულ აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295,54 მლნ აშშ დოლარი (814,0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 6,1%-ით (17,0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აპრილის მაჩვენებელზე.

10 ქვეყანა, საიდანაც ყველზე მეტი თანხა გადმოირიცხა ასე გამოიყურება:

  • აშშ - 53,99 მლნ დოლარი;
  • იტალია - 50,21 მლნ დოლარი;
  • რუსეთის ფედერაცია - 39,87 მლნ დოლარი;
  • გერმანია - 24,84 მლნ დოლარი;
  • საბერძნეთი - 24,62 მლნ დოლარი;
  • ისრაელი - 22,17 მლნ დოლარი;
  • თურქეთი - 8,60 მლნ დოლარი;
  • ესპანეთი - 7,86 მლნ დოლარი;
  • ყირგიზეთი - 7,77 მლნ დოლარი;
  • ყაზახეთი - 7,16 მლნ დოლარი.

ამავდროულად, აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 31,9 მლნ აშშ დოლარი (88,0 მლნ ლარი) გადაიგზავნა. ეს 2024 წლის აპრილის (30,4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4,9%-ით მეტია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები