Accentnews.ge
სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა შესაძლოა, დღეს გაიმართოს

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა შესაძლოა, დღეს გაიმართოს

16/05/2025 06:07:45 მსოფლიო

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა შესაძლოა, დღეს გაიმართოს. ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი და გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ 15 მაისს, ღამით სტამბოლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის დელეგაციას 16 მაისს, დილის ათი საათიდან დაელოდებიან.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 მაისს დანიშნა თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.

უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკება 15 მაისს უნდა დაწყებულიყო.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვდა თურქეთში პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას. პუტინი თურქეთში არ ჩავიდა.

15 მაისს ზელენსკიმ ანკარაში გამართა მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან. უკრაინის პრეზიდენტმა თურქეთი უკვე დატოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S