
ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს
05/03/2020 09:49:42 კონფლიქტები
ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს.
„ვადასტურებთ უკანონო დაკავების ფაქტს, ამოქმედებულია "ცხელი ხაზი", ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად“, - აცხადებენ სუს–ში.
სახელმწიფო მინისტრი შეგირებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ დაკავებულ ქალბატონს, მალე გაათავისუფლებენ:
„ხალხს საკუთარ ტერიტორიაზე აკავებენ, მიჰყავთ ციხეში და შემდეგ გამოსასყიდის საფასურად ათავისუფლებენ. ეს არის ძალიან მახინჯი, ძალიან სამარცხვინო პრაქტიკა, რომელიც ადამიანებს აზარალებს, არავის ინდობს, არც ბავშვებს, არც მოხუცებს, არც ქალებს და იმედი მაქვს, ეს კონკრეტული ინციდენტი ძალიან მალ ამოიწურება“.