Accentnews.ge
„დელტას“ დირექტორმა თანამდებობა დატოვა

„დელტას“ დირექტორმა თანამდებობა დატოვა

05/03/2020 10:01:43 თავდაცვა

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და მისი შემცველის ვინაობა მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

მოგვიანებით, “დელტას” ყოფილმა დირექტორმა განაცხადა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში აგრძელებს:

“მეგობრებო, გადავწყვიტე კერძო სექტორში გადასვლა, ვფიქრობ რომ პროექტს რომელიც მაქვს მომზადებული ექნება მაღალი დაინტერესება საერთაშორისო ბაზარზე. წინასწარი დაინტერესება უკვე გამოთქვეს პოტენციურმა ინვესტორებმა შესაბამისი პროტოტიპის დემონსტრირების შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ მას 6-7 თვეში წარვუდგენ დინტერესებულ მხარეებს. წლების განმავლობაში ამ სფეროში დაგროვილი ინტელექტუალური რესურსი, კავშირები და გამოცდილება განსაკუთრებით ინტეგრირებული სისტემების განვითარების მიმართულებით გახდა საწინდარი მრავალი საინვესტიციო შემოთავაზებისა, რომელსაც პირადად ვიღებდი. ეს საშუალებას მაძლევს გავაგრძელო მუშაობა ახალი ტიპის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შექმნის მიმართულებით თუმცა არა როგორც სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეობით არამედ კერძო სექტორში გადასვლის გზით".

2016 წელს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზად კახეთში დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგი სისტემის გაუმართავობა დასახელდა. ამ ბრლადებას ძოძუაშვილი აბსურდულს უწოდებდა. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე უჩა ძოძუაშვილი 2017 წელს მას შემდეგ აღადგინეს, რაც თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული კლევის საფუძველზე მას ბრალდება არ დაუმტკიცდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S