
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება
19/05/2025 06:51:20 მსოფლიო
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო ხმები, 50%-ზე მეტი, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. კერძოდ, ხმების 30,9%-ით პირველ ადგილზეა მმართველი პარტიის, ლიბერალურ-კონსერვატიული პოლიტიკური ორიენტაციის, ცენტრისტული „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატი ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი.
კანდიდატს ოპოზიციური პარტიიდან „კანონი და სამართალი“, მემარჯვენე-კონსერვატორ კაროლ ნავროცკის ხმათა 29,8% აქვს
ხმების 14,9%-ით მესამე ადგილზეა ნაციონალისტური პარტიის, „კონფედერაციის“ ლიდერი სლავომირ მენცენი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 1 ივნისს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ პირველ და მეორე ადგილებზე გასული რაფალ ტშასკოვსკი და კაროლ ნავროცკი.
არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატი პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე შეცვლის კონსერვატორ ანჯეი დუდას, რომელსაც უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021