Accentnews.ge
რა თქვეს ტრამპმა და პუტინმა სატელეფონო საუბრის შემდეგ

რა თქვეს ტრამპმა და პუტინმა სატელეფონო საუბრის შემდეგ

20/05/2025 04:39:37 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა უკრაინის საკითხის თაობაზე.

რა თქვა ტრამპმა

„ახლახან დავასრულე ჩემი ორსაათიანი სატელეფონო ზარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ვფიქრობ, ის ძალიან კარგად წარიმართა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და რაც უფრო მნიშვნელოვანია - ომის დასრულების მისაღწევად", - ასე აჯამებს ტრამპი პუტინთან საუბარს.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პირობები "ორ მხარეს შორის შეთანხმდება, სხვაგვარად შეუძლებელიცაა, ვინაიდან მათ იციან მოლაპარაკებების ის დეტალები, რომლებიც სხვას ვერავის ეცოდინება".

აშშ-ის პრეზიდენტი "ბრწყინვალეს" უწოდებს "საუბრის ტონსა და სულისკვეთებას".

ამის შემდეგ დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ "რუსეთს სურს ფართომასშტაბიანი ვაჭრობა აშშ-სთან, როცა ეს კატასტროფული „სისხლის მდინარე“ დასრულდება და მე თანახმა ვარ".

გარდა ამისა ტრამპმა პუტინთან საუბრის შემდეგ შემდეგი განაცხადა:

"რუსეთისთვის არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობა მასობრივად შექმნას სამუშაო ადგილები და კეთილდღეობა. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ისევე როგორც უკრაინას შეუძლია იყოს ვაჭრობის სიკეთეებისგან დიდი სარგებლის მიმღები, ამ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში".

მისივე თქმით, პუტინთან საუბრის დასრულებისთანავე ინფორმაცია მიაწოდა: უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის; ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს; საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს; იტალიის პრემიერ–მინისტრ ჯორჯია მელონის; გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს.

დონალდ ტრამპი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ვატიკანი ძალიან დაინტერესებულია მოლაპარაკებების მასპინძლობით.

"დაიწყოს პროცესი!", - ასე ასრულებს თავის "პოსტს" აშშ-ის პრეზიდენტი.

რა თქვა პუტინმა

თავის მხრივ, ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთი მზად არის, იმუშაოს უკრაინასთან მემორანდუმზე შესაძლო მომავალი სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე, რიგი პოზიციების განსაზღვრით - ისეთებისა, როგორებიცაა მაგალითად, მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დადების ვადები და ა.შ., შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის ჩათვლით“.

პუტინის განცხადებით, მისი და ტრამპის სატელეფონო საუბარი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა:

"უნდა აღვნიშნო, რომ ეს საუბარი იყო ძალიან შინაარსიანი და ერთობ გულახდილი და მთლიანობაში, ჩემი აზრით, ერთობ სასარგებლო".

პუტინი აცხადებს, რომ მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს "აშშ-ის მიერ სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დადების თაობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების მხარდაჭერისთვის - იმ მოლაპარაკებების განახლებისა, რომლებიც შეწყდა უკრაინის მხარის მიერ ჯერ კიდევ 2022 წელს".

"აშშ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის, ზავის თაობაზე და ჩემი მხრივ აღვნიშნე, რომ უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებას ემხრობა რუსეთიც. ჩვენ უბრალოდ უნდა განვსაზღვროთ მშვიდობისკენ სავალი მეტნაკლებად ეფექტიანი გზები", – აცხადებს პუტინი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S