Accentnews.ge
პოლონეთის საელჩო საქართველოში გამგზავრებამდე თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

პოლონეთის საელჩო საქართველოში გამგზავრებამდე თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

29/05/2025 12:47:00 პოლიტიკა

პოლონეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობის ან სოციალურ მედიაში გარკვეული აქტივობების გამო, შესაძლოა, საქართველოში არ შემოუშვან ან/და მაღალი ჯარიმები დააკისრონ.

„უცხოელების, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში შესვლაზე უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, ქვეყანაში გამგზავრებამდე გთხოვთ განიხილოთ, არის თუ არა თქვენს ინდივიდუალურ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის უარის თქმის რისკს. ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მის სიახლოვეს ყოფნას, ასევე გარკვეულ აქტივობებს სოციალურ მედიაში“, – ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში, რომელიც პოლონეთის მოქალაქეებს მიემართება.

დიპლომატიური უწყება ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება, შეაფასოს რისკ-ფაქტორები უცხოელის მიღებისას და შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება ასევე გავრცელდეს საქართველოში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მფლობელებზე.

„ჩვენ ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდოდ, უცხოელებს შეიძლება დაეკისროთ მაღალი ჯარიმები, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლას შეიძლება დასჭირდეს დაუყოვნებლივი გადახდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S