Accentnews.ge
ჰიპერი - შავი ზღვის სტრატეგიაში საქართველოს ჩართვაზე: პარტნიორობის ტრაექტორია და ფორმა დიდწილად დამოკიდებული იქნება საქართველოს მიდგომასა და ერთგულებაზე

ჰიპერი - შავი ზღვის სტრატეგიაში საქართველოს ჩართვაზე: პარტნიორობის ტრაექტორია და ფორმა დიდწილად დამოკიდებული იქნება საქართველოს მიდგომასა და ერთგულებაზე

29/05/2025 13:05:00 მსოფლიო

„ევროსკოპმა“ ევროკომისიის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერს, ანიტა ჰიპერს მიმართა კითხვით, როგორ და ფორმით შეძლებს საქართველო, ჩაერთოს შავი ზღვის რეგიონის ახალ სტრატეგიაში.

პასუხად მედიას ანიტა ჰიპერმა უპასუხა:

„როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის. რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ კავშირებს ევროკავშირთან. უკრაინა და მოლდოვა მიისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ. ასევე საქართველოც, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება.

შავი ზღვის სტაბილურობა არსებითია საქართველოს უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგოკავშირებითვის. ახალი სტრატეგია სთავაზობს პარტნიორ ქვეყნებს, საქართველოს ჩათვლით, წინადადებას, რომელიც დამოკიდებულია საერთო მიზნების ამოცანებისა და კოლექტიური პასუხისმგებლობის გაგებაზე. შავი ზღვის სტრატეგიის მთავარი არსი საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობაა. პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა მოახდინონ ძლიერი პოლიტიკური ერთგულების დემონსტრირება ამ ამოცანების წინ წასაწევად.

შესაბამისად, ასეთი პარტნიორობის ტრაექტორია და ფორმა დიდწილად დამოკიდებული იქნება საქართველოს მიდგომასა და ერთგულებაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაფართოების პროცესი გაგრძელდება დამოუკიდებლად და ქვეყნის პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უწინდებურად გაფართოების პროცესის ფარგლებში შეფასდება“.

ევროკავშირმა შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გუშინ, 28 მაისს წარადგინა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონი ევროკავშირისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა.

კალასის განცხადებით:

„ჩვენ ვაძლიერებთ უსაფრთხოებაზე მუშაობას შემდეგი მიმართულებით:

ახალი საზღვაო უსაფრთხოების ჰაბი – ეს იქნება ევროპის ადრეული შეტყობინების ჰაბი შავ ზღვაში. ეს გააძლიერებს სიტუაციური ცნობიერების ამაღლებას და დაგვეხმარება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში.

გაუმჯობესებული სამხედრო მობილობა – ჩვენი შემოთავაზებაა რეგიონული პორტების, რკინიგზისა და აეროპორტების გაუმჯობესება, რათა ის გაუმკლავდეს მძიმე სამხედრო აღჭურვილობას. ეს გაუმჯობესებები ჯარებს საშუალებას მისცემს, ჰქონდეთ ყველაფერი, როგორც, როცა და სადაც სჭირდებათ.

ძლიერი თანამშრომლობა ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ – შავი ზღვის რეგიონი ჰიბრიდული საფრთხეების პირდაპირი სამიზნეა. ევროკავშირი მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს თანამშრომლობა კიბერთავდასხმების, დეზინფორმაციის და სხვა მტრული ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ დავაბანდებთ თანხებს ხელოვნურ ინტელექტში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, ასევე ხელს შევუწყობთ მედიაწიგნიერების ზრდას და ფაქტების გადამოწმების ქსელებს.

შავი ზღვის მნიშვნელობა უდიდესია უსაფრთხოების, ვაჭრობის და ენერგეტიკის კუთხით. რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ კავშირებს ევროკავშირთან. ხდება გეოპოლიტიკური ცვლილებები. უკრაინა და მოლდოვა მიიწევენ ევროკავშირის წევრობისკენ. საქართველოც, თუ ის დაუბრუნდება ევროპულ გზას. თურქეთი არის სასიცოცხლო მნიშვნელობის პარტნიორი და კანდიდატი ქვეყანა.

თუმცა, რეგიონის პოტენციალი ზარალდება რუსეთის ომით. ხდება საჰაერო სივრცის დარღვევები, თავდასხმები პორტებსა და გადაზიდვის წერტილებზე”, – განაცხადა კაია კალასმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S