
ვუჩიჩი: რუსეთის დაზვერვის ბრალდება, რომ სერბეთის თავდაცვის საწარმოები უკრაინას საბრძოლო მასალას აწვდიან, სიმართლეს არ შეესაბამება
30/05/2025 09:48:00 მსოფლიო
სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი უარყოფს რუსეთის საგარეო დაზვერვის ბრალდებას, რომ სერბეთის თავდაცვის საწარმოები უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას აგრძელებენ.
მისი თქმით, რუსეთის დაზვერვის სამსახურის მიერ გაჟღერებული ბრალდებების ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება.
„მაგალითად, ისინი სწორად ამბობენ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკასთან კონტრაქტი არსებობს. თუმცა, ნებართვა არ გაცემულა და არცერთი რაკეტის მიწოდება არ მომხდარა. რუს პარტნიორებთან ერთად შევქმენით სამუშაო ჯგუფი ფაქტების დასადგენად. ჩვენ მხოლოდ სერბეთისთვის ვმუშაობთ“, - აღნიშნა ვუჩიჩმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ სერბული თავდაცვითი საწარმოები ბელგრადის მიერ გამოცხადებული ნეიტრალიტეტის მიუხედავად, კიევისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას განაგრძობენ. “სერბეთის სამხედრო ინდუსტრია რუსეთისთვის ზურგში სროლას ცდილობს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.