Accentnews.ge
ზელენსკი: ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე, ФСБ-ს გვერდით მდებარეობდა

ზელენსკი: ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე, ФСБ-ს გვერდით მდებარეობდა

02/06/2025 08:58:00 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოპერაციას, რომელმაც რუსეთის აეროდრომებზე სტრატეგიული ავიაციის 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, „ბრწყინვალე შედეგად“ აფასებს. მისივე თქმით, ეს ოპერაცია ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა.

ზელენსკის განცხადებით, მან  მოისმინა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილ მალიუკის ანგარიში აღნიშნულ ოპერაციაზე.

„აბსოლუტურად ბრწყინვალე შედეგი. უკრაინის დამოუკიდებელი შედეგი. ერთი წელი, ექვსი თვე და ცხრა დღე დაგეგმვიდან ეფექტური განხორციელებამდე. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ მოვყვებით ახლა, მაგრამ ეს არის უკრაინული ქმედებები, რომლებიც ზუსტად ისტორიის სახელმძღვანელოებში იქნება“, – აღნიშნავს ზელენსკი.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა დეტალებზეც და აღნიშნა, რომ ოპერაციაში სულ 117 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა გამოყენებული, ხოლო ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ოლქში, ФСБ-ს სამსახურის გვერდით მდებარეობდა.

„ყველაზე საინტერესო და ახლა უკვე შეიძლება, ღიად ითქვას – ჩვენი ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე, უშუალოდ რუსეთის ФСБ-ს სამსახურის გვერდით მდებარეობდა, მათ ერთ-ერთ ოლქში. ოპერაციაში სულ 117 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა ჩართული. შესაბამისი რაოდენობის ოპერატორები მუშაობდნენ.  დაზიანდა სტრატეგიული კრეისერული რაკეტების მატარებელთა 34 პროცენტი, ბაზირების აეროდრომებზე. ჩვენი ხალხი მოქმედებდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში – სამ საათობრივ ზონაში. ჩვენი ადამიანები ოპერაციამდე რუსეთის ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ. ისინი, ვინც დაგვეხმარნენ, ახლა უსაფრთხოდ არიან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S