ერდოღანი და პუტინი იდლიბში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
05/03/2020 19:18:41 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ერდოღანის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 5 მარტს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე ცეცხლი შეწყდება.
თავის მხრივ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთისა და რუსეთი გარკვეულ საკითხებში ერთმანეთს არ ეთანხმებიან, თუმცა კრიტიკული მომენტების დროს გადაკვეთის წერტილების მონახვას ახერხებენ.
პრესკონფერენციის დროს ცნობილი გახდა, რომ სირიის პროვინცია იდლიბში უსაფრთხოების კორიდორები შეიქნება, 15 მარტიდან კი რეგიონში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი პატრულირება დაიწყება.
პრეზიდენტების შეხვედრა სირიაში უკიურესად გამწვავებული ვითარების ფონზე მოსკოვში შედგა. ჯერ გაიმართა ორმხრივი შეხვეერა რუსეთისა და თურქეთის ლიდერებს შორის, შემდეგ კი მათ დელეგაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის არმიის შეტევის შედეგად, 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სირიაში თურქეთისა და რუსეთი ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს უჭერენ მხარს.


