აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

06-03-2020 08:41:57 კავკასია

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე სროლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა.

როგორც უწყება ირწმუნება, ინციდენტი 6 მარტს, ადგილობრივი დროით 19:10 საათზე მოხდა.

"სომხეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთ აზერბაიჯანელი მესაზღვრე მძიმედ დაიჭრა. ის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა",– აცხადებენ სასაზღვრო სამსახურში.

მოგვიანებით კი სომხეთმა ოფიციალური ბაქო სასაზღვრო ტერიტორიებზე ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს–მდივანმა სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე დაწერა "ბოლო რამდენიმე დღეა, აზერბაიჯანის მხრიდან პროვოკაციებს აქვს ადგილი".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები