
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: NATO-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაიზრდება
05/06/2025 00:27:00 მსოფლიო
ნატო-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდა მოხდება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ აქ ვართ, რათა პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწყებული სამუშაო გავაგრძელოთ, რაც ალიანსში თავდაცვის ხარჯების 5%-იანი გაზრდის ვალდებულებას გულისხმობს, რომელიც, ჩვენი აზრით, მოხდება“, - განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
მისი თქმით, ალიანსი „საბრძოლო მზადყოფნაში“ უნდა იყოს.
„საფრთხის აღიარების ნიშნად, თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდის მიზნით წვლილი ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა შეიტანოს. სწორედ ხისტ ძალას შეუძლია შეკავება და ეს მხოლოდ აშშ-ს შესაძლებლობები ვერ იქნება. ალიანსს საბრძოლო მზადყოფნის შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.