Accentnews.ge
მედია: რუსეთში დრონებით თავდასხმის შედეგად იწვის ქარხანა, რომელიც რუსეთის არმიისთვის მუშაობს

მედია: რუსეთში დრონებით თავდასხმის შედეგად იწვის ქარხანა, რომელიც რუსეთის არმიისთვის მუშაობს

09/06/2025 10:30:00 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის ჩუვაშის რესპუბლიკის ქალაქ ჩებოქსარში დრონით თავდასხმის შედეგად ქარხანა „ვნიირ-პროგრესში“ ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ქარხანამ მუშაობა შეაჩერა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ჩუვაშის ხელმძღვანელზე, ოლეგ ნიკოლაევზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ასტრა“ იუწყება, რომ ქარხანა რუსული არმიისთვის „კომეტას“ სატელიტური სიგნალის მიმღებებს აწარმოებს, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების დრონებს უკრაინული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებისგან იცავს.

„“ვნიირის“ ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, რის გამოც თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ იქნა პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება წარმოების დროებით შეჩერების შესახებ. კიდევ ერთი დრონი ჩებოქსარისა და კრასნოარმეისკის მუნიციპალური ოლქების მინდვრებში ჩამოვარდა - ადამიანებს საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა ოლეგ ნიკოლაევმა.

მისი მტკიცებით, დრონებით თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S