Accentnews.ge
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატო-ს კიბერუსაფრთხოების პლატფორმის წევრი გახდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატო-ს კიბერუსაფრთხოების პლატფორმის წევრი გახდა

06/03/2020 08:04:28 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო ნატო–ს გონივრული თავდაცვის პროექტის მავნე კოდებზე ინფორმაციის მიმოცვლის მრავალეროვნული პლატფორმის (MISP) სრულუფლებიანი წევრი გახდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების კიბერუსაფრთხოების ბიუროსთვის მოხდება ნატო–ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, რაც ეფექტური კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

საქართველო არის ნატო–ს მეორე არაწევრი ქვეყანა ფინეთის შემდეგ, რომელმაც მოიპოვა სრულუფლებიანი წვდომა პლატფორმაზე. კიბერუსაფრთხოების ბიურო შეითავსებს ჰაბის როლს ეროვნულ კიბერაქტორებსა და ნატო–ს მავნე კოდებზე ინფორმაციის მიმოცვლის პლატფორმას შორის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S