როგორც დავიცვათ თვითიზოლაციის წესები

06-03-2020 12:00:36 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოში დაბრუნებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებოდნენ ქვეყნებში, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსია გავრცელებული, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს. რეკომენდაციის შესასრულებლად კი მნიშვნელოვანია, ვიცოდესთ თვითიზოლაციის წესები.

რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფები პირებისთვის:

  • თვითიზოლაციის სივრცეში აკრძალულია ვიზიტორების და სტუმრების მიღება 14 დღის მანძილზე;
  • საჭიროა, საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტის მინიმუმამდე შეზღუდვა. 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე დიდ ხანს არ არის დასაშვები;
  • საჭიროა განცალკევებული ჭურჭლის (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცის, საწოლის ქონა;
  • დასაშვებია არაპირდაპირი კონტაქტით საკვების გადაცემა;
  • სატელეფონო კავშირი და ინტერნეტით სარგებლობა შეზღუდული არ არის;
  • ცხელების და ან რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსგავსი კლინიკური ნიშნების შემთხვევაში, საჭიროა ინფექციური პროფილის სტაციონარისთვის დაუყოვნებლივ მიმართვა;
  • საჭიროა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა — სწორი კვება, დასვენება, ფიზიკური აქტივობა. ასევე, თამბაქოს, ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების გამოყენებისგან თავის შეკავება;
  • მნიშვნელოვანია სოციალური კონტაქტის შენარჩუნება ძვირფას ადამიანებთან;
  • სახლში და ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით ოჯახის სხვა წევრებსა და მეგობრებთან კონტაქტი.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 30 ადამიანი ემსხვერპლა და 143 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3042–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80 552 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 3,383 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 97 000–ს გადააჭარბა. 55 600–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები