Accentnews.ge
3 მიზეზი: რატომ უნდა ენდოთ 45-წლიანი ისტორიის მქონე ომეპრაზოლს

3 მიზეზი: რატომ უნდა ენდოთ 45-წლიანი ისტორიის მქონე ომეპრაზოლს

11/06/2025 14:53:01 საზოგადოება, რეკლამა

გულძმარვა, შებერილობა, ტკივილი მუცლის არეში – ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ერთხელ მაინც, ალბათ, ყველას გამოუცდია. ხშირ შემთხვევაში დისკომფორტის გამომწვევი ეს ჩივილები უფრო სერიოზული პრობლემების ნიშანია.

მომნელებელი სისტემის პრობლემათა შორის არცთუ იშვიათად ვხვდებით კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს, რეფლუქს-ეზოფაგიტს, ზოლინგერ-ელისონის სინდრომს და ა.შ. ამ პრობლემათაგან თითოეულს შეუძლია, ყოველდღიური ცხოვრება გაგირთულოთ და მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეგიქმნათ, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ სათანადო პასუხი გასცეთ.

შეიძლება, 100 წლის წინ საკუთარი თავისთვის ვერ გეშველათ, თუმცა თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს საშუალებებს, რომელთაც მომნელებელი სისტემის დაავადებების წარმატებით მკურნალობა შეუძლია. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატი უდიდესი გამოცდილების მქონე ომეპრაზოლია — ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რატომ უნდა ენდოთ მას.

1.    გასტროენტეროლოგიის პიონერი

ომეპრაზოლი პირველი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორია, რომელიც 1979 წელს აღმოაჩინეს და ის კუჭის წვენის სეკრეციას ბლოკავს. პრეპარატმა, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ დიდი მიღწევა იყო, არაერთი გასტროენტეროლოგიური დაავადების მკურნალობის ფორმა შეცვალა. მისი ერთი კაფსული აქტიური ნივთიერება ომეპრაზოლის 20მგ-ს შეიცავს.

ომეპრაზოლი ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის პარიეტალური უჯრედების აქტიურობას, იწვევს მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიის ინჰიბირებას და ამ გზით ბაზალური და სტიმულირებული გამოყოფის დონეს აქვეითებს. კუჭში კაფსული სწრაფად იშლება და მასში მოთავსებული მიკროგრანულები გამოთავისუფლდება, რომლებიც 12-გოჯა ნაწლავში ხვდება – ეს კი პრეპარატის აბსორბციას უზრუნველყოფს. ეს მექანიზმი 40 წელზე მეტია, ეფექტიანად მუშაობს, შესაბამისად, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ — ომეპრაზოლს გამოცდილება ზურგს ნამდვილად უმაგრებს.

2.    ომეპრაზოლს უარყოფითი გვერდითი ეფექტები თითქმის არ ახასიათებს

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც ომეპრაზოლს უნდა ენდოთ, მისი უსაფრთხოებაა. როგორც წესი, ომეპრაზოლს პაციენტების უმრავლესობა უპრობლემოდ იტანს. მიუხედავად ამისა, იშვიათ შემთხვევებში მაინც შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები ფაღარათის, გულისრევის, ყაბზობის, მეტეორიზმის, თავბრუდახვევის, თავის ტკივილის, უძილობის ან ძილიანობის, გამონაყარისა და ქავილის სახით. შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღების შეწყვეტაც გახდეს საჭირო.

თუ ისეთი გვერდითი მოვლენა გამოგივლინდათ, რომელიც მითითებული არ არის, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან ასე ეხმარებით როგორც საკუთარ თავს, ისე მედიცინის განვითარებას.

3.    ერგება დაავადებების ფართო დიაპაზონს ყველა ასაკობრივ ჯგუფში

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ომეპრაზოლს უნდა ენდოთ, მისი უნივერსალურობაა. პრეპარატი გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტის, ჰიპერაციდულობის (მჟავიანობის), ჰელიკობაქტერიის ინფექციის, ზოლინგერ-ელისონის სინდრომის, რეფლუქს-ეზოფაგიტისა და წყლულოვანი ეზოფაგიტის სამკურნალოდ.

ასევე, მისი მიღება შეიძლება ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვისა და მოხუცებისთვის — მათთვისაც კი, ვისაც ღვიძლის უკმარისობა აწუხებს (თუმცა განსხვავებული დოზებით).

ეს ჩამონათვალი ნუ გაგათამამებთ — ნებისმიერ შემთხვევაში, ომეპრაზოლით მკურნალობა ექიმის მითითებით უნდა დაიწყოთ, რათა დიაგნოზი და დოზირება ზუსტად იცოდეთ — ასე დაზღვეული იქნებით ნებისმიერი გართულებისგან. პრეპარატის შეძენას კი პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეძლებთ.

საბოლოოდ, კუჭ-ნაწლავის პრობლემების დიდი ნაწილის დამარცხება აბსოლუტურად შესაძლებელია, რაც 45 წლის წინ ერთი პრეპარატის შექმნამ განაპირობა. დიახ, ომეპრაზოლი ნამდვილად იყო პატარა ნაბიჯი მედიცინისთვის, თუმცა დიდი ნახტომი კაცობრიობის ჯანმთელობისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S