
„სასამართლომ დაადასტურა, რომ სარალიძის მკვლელობის სხვა მონაწილენი არ დასჯილან“
03/06/2019 10:52:05 სხვა, სამართალი
დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.
როგორც ომბუდსმენი „ფეისბუქში“ პირად გვერდზე წერს, "სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი".
ცნობისთვის: 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გ.ჯ. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის საქმეში დამნაშავედ სცნო, სხვა, დაუდგენელ პირთან ერთად.