Accentnews.ge
სომხეთის საბაჟო სამსახურმა სომხური სატვირთო მანქანებისთვის სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა მიზანშეწონილად არ მიიჩნია

სომხეთის საბაჟო სამსახურმა სომხური სატვირთო მანქანებისთვის სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა მიზანშეწონილად არ მიიჩნია

12/06/2025 13:43:00 პოლიტიკა

სომხეთის საბაჟო სამსახური აცხადებს, რომ ბოლო დღეებში საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე შექმნილი ვითარების, დაგროვილი ტვირთების და რიგების გამო მიზანშეწონილი არ არის სომხური სატვირთო მანქანები საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდენ.

სამსახურის განცხადებით, ეს ღონისძება დროებითია – იქამდე, სანამ ქართული მხრიდან გამტარუნარიანობის საკითხი არ მოგვარდება.

„საქართველოს საბაჟო ორგანოებში ბოლო დროს დაგროვილი ტვირთების გათვალისწინებით, სომხეთის საბაჟო სამსახურმა სომხური სატვირთო მანქანებისთვის სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

ეკონომიკური სუბიექტის სასარგებლოდ დაწყებული ღონისძიება დროებითია, სანამ ქართული მხრიდან გამტარუნარიანობის საკითხი არ მოგვარდება.

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი მოქმედებს მხოლოდ იმ სატვირთო გადამზიდავების ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებსაც ამჟამინდელ სიტუაციაში საზღვრის გადაკვეთა სურთ და უზრუნველყოფს, რომ საზღვრის საქართველოს მხარეს დაგროვილი ტვირთების რაც შეიძლება მალე მოგვარების შემთხვევაში, ორგანიზებული იქნება სომხური მანქანების საკონტროლო პუნქტიდან სათანადოდ გაყვანა”. – აცხადებს სომხეთის საბაჟო სამსახური.

News.am-ის ცნობით, სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანა, რომელთაც სომხეთიდან რუსეთში კონიაკი ექსპორტზე გააქვს, კვლავ რჩება საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ამ სატვირთოებმა მიიღონ გადაადგილების შესაძლებლობა. 30-ზე მეტი სატვირთო უკვე გავიდა რუსეთში”. – აცხადებს სამინისტრო.

წინა კვირას სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორქ პაპოიანმა პარლამენტში თქვა, რომ სომხური კონიაკით დატვირთულ სამხედრო მანქანებს, რომლებიც 50 დღის განმავლობაში საქართველოს საზღვარზე იყვნენ შეჩერებულები, საზღცრის გადაკვეთის და რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლეა მიეცათ. ამავე დროს, 72 სატვირთო მანქანა კვლავ რჩება საქართველოს ტერიტორიაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S