Accentnews.ge
ისრაელის იერიშის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი დაიღუპა

ისრაელის იერიშის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი დაიღუპა

13/06/2025 07:40:00 მსოფლიო

ისრაელის იერიშის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაცია ირანის რამდენიმე სახელმწიფო მედიამ დაადასტურა.

სალამი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. როგორც „სიენენი“ წერს, ჰოსეინ სალამი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.

სალამი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ხელმძღვანელობდა, როდესაც ირანმა გასული წლის აპრილსა და ოქტომბერში ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა, რაც ირანის პირველი პირდაპირი დარტყმები იყო ისრაელის ტერიტორიაზე.

ისრაელთან ბოლო დღეებში დაძაბულობის ზრდასთან ერთად, სალამიმ განაცხადა, რომ ირანი „სრულიად მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის, სიტუაციისა და გარემოებისთვის“.

სახელმწიფო მედიის ცნობით, დაღუპულები არიან ასევე ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ფერეიდუნ აბასი და თეირანის „ისლამური აზადის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი, მეჰდი თეირანჩი.

შეგახსენებთ, ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S