Accentnews.ge
ირანის სულიერი ლიდერი: ისრაელი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს

ირანის სულიერი ლიდერი: ისრაელი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს

13/06/2025 07:59:00 მსოფლიო

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ისრაელი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს. ხამენეიმ დაადასტურა, რომ დარტყმების დროს რამდენიმე მეთაური და მეცნიერი დაიღუპა.

მისი თქმით, ისრაელმა „დანაშაული გამთენიისას ჩაიდინა“ და საცხოვრებელ უბნებს დაარტყა.

„რეჟიმი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს. მტრის თავდასხმების დროს არაერთი მეთაური და მეცნიერი დაიღუპა. ამ დანაშაულით სიონისტურმა რეჟიმმა მწარე და მტკივნეული ბედისწერა მოიმზადა საკუთარი თავისთვის და ის აუცილებლად მიიღებს მას“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა.

შეგახსენებთ, ისრაელში ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. გავრცელდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაც. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება, ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებაც. ირანში დაადასტურეს, რომ იერიშის შედეგად, დაღუპულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამიც. განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც. მარკო რუბიოს თქმით, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი ქმედება განახორციელა და აშშ არ არის ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S