Accentnews.ge
ნიკა გვარამია, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა, რუსთავის მე-12 საპატიმროსთან თავად მივიდა

ნიკა გვარამია, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა, რუსთავის მე-12 საპატიმროსთან თავად მივიდა

13/06/2025 12:34:00 პოლიტიკა

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გირაო პატიმრობით შეეცვალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვაბე ნაჭყებიამ, დღეს 13 ივნისს გამოაცხადა. თავად გვარამია სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა - ის ოჯახთან დამშვიდობების შემდეგ თავად გაემართა რუსთავის პენიტენციური დაწესებულების მიმართულებით.

ნიკა გვარამიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩადენილი დანაშაულების შემსწავლელ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული 50 000 ლარიანი გირაოს გადახდისთვის განკუთვნილი 50 დღიანი ვადა 7 ივნისს გაუვიდა - მისი წინასწარ გაცხადებული პოზიცია იყო რომ ამ გირაოს არ გადაიხდიდა.

ანალოგიურ საქმეზე, რაზეც ნიკა გვარამიას შეეფარდა პატიმრობა, უკვე დაპატიმრებულია სამი პოლიტიკოსი, მათ შორის გვარამია პარტია "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია. მელიამდე დააკავეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.

პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულია („საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა“ ) და ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S