
სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის 500 Global in Eurasia-ს ფარგლებში Demo Day გაიმართება
17/06/2025 11:08:00 ეკონომიკა, რეკლამა
500 Global-ი, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით, 20 ივნისს 500 Global in Eurasia-ს ინტენსიური გადამზადების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას, Demo Day-ს გამართავს.
ეს არის შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, საკუთარი იდეები ფართო აუდიტორიას გააცნონ, დაამყარონ ღირებული კავშირები, რომელიც მათ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
500 Global in Eurasia 12 კვირიანი, სტარტაპების გადამზადების ინტენსიური პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გამოიმუშავებენ ყველა იმ საჭირო უნარს და იძენენ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც მათ სწრაფ ზრდაში დაეხმარება. პროგრამაში მონაწილეობა უკვე მიიღო აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის 80-ზე მეტმა სტარტაპმა. წელს კი 5 ქვეყნის 8 სტარტაპი გადამზადდა.
Demo Day-ს ფარგლებში, აუდიტორიას საკუთარ ბიზნეს იდეებს შემდეგი სტარტაპები გააცნობენ:
Cuid
Cuid ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციას და დაცვის სისტემის ხელმისაწვდომობის ზრდას ბიზნესებისთვის და კერძო მესაკუთრეებისთვის.
Evolve
Evolve ამარტივებს ბიზნესისთვის გადამზადების პროცესს. მისი დახმარებით, ბიზნესს საშუალება ეძლევა, სულ რაღაც 24 საათში ყოვლისმომცველი კურსები და ტრენინგები შექმნას.
TrustExam.ai
TrustExam.ai უნივერსიტეტებისთვის, კორპორაციებისთვის, HR-ებისა და მთავრობებისთვის შექმნილი AI ხელსაწყოს გამოყენებით უზრუნველყოფს გამოცდების სანდოობას.
Aspis
Aspis-ი შეიქმნა DeFAI Powerhouse AI-Agent-ებით ვაჭრობისთვის. Aspis-ი არის ჩატზე დაფუძნებული ასისტენტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ციფრული აქტივების პორტფელის მართვაში, გადაწყვეტილებების მიღებისას ემოციური ფაქტორის გამორიცხვით. თქვენ უბრალოდ უგზავნით მას დავალებას ინგლისურად, პასუხს კი იღებთ მომენტალურად.
Quissly
Quissly ჩატზე დაფუძნებული პროდუქტების საძიებო სისტემაა, რომელიც ონლაინ მოვაჭრეებს ეხმარება, შექმნან მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება და ხელი შეუწყონ გაყიდვების ზრდას.
Aino
Aino prompt-ზე დაფუძნებული მდებარეობის დაზვერვის პლატფორმაა, რომელიც გეო-მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მეშვეობით ეხმარება მონაცემთა ანალიტიკოსებს, არქიტექტორებს, ურბანულ დამგეგმარებლებს და სხვა დარგის წარმომადგენლებს, იმუშაონ სივრცით მონაცემებზე გლობალურად, სპეციფიკური GIS უნარების გარეშე.
Faqtor
Faqtor – იყიდე ახლა, გადაიხადე მერე – გადაწყვეტა ბიზნესისთვის. პლატფორმა კომპანიებს სთავაზობს სესხს იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. დამტკიცების პროცესის დასაჩქარებლად, Faqtor იყენებს AI-ზე დაფუძნებულ სისტემას, რომელიც სესხის დამუშავების დროს კვირებიდან რამდენიმე დღემდე ამცირებს.
Alaqan
Alaqan-ის მეშვეობით შესაძლებელია ავტორიზაციის გავლა და გადახდა ხელის გულის გამოყენებით.
ინფორმაციისთვის, 500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.