Accentnews.ge
ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს, რეჯეფ ტაიპ ერდოანის მიწვევით, თურქეთს ეწვევა

ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს, რეჯეფ ტაიპ ერდოანის მიწვევით, თურქეთს ეწვევა

18/06/2025 10:13:00

სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს, რეჯეფ ტაიპ ერდოანის მიწვევით, თურქეთს ეწვევა.

„ვიზიტი ისტორიულია, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთის ლიდერი მონაწილეობას მიიღებს [თურქეთში] ასეთი დონის ვიზიტში“, - განაცხადა სიმონიანმა.

ფაშინიანი 2023 წელს იმყოფებოდა თურქეთში, სადაც ერდოანის ინაუგურაციას დაესწრო.

ამჟამად, სიმონიანის განცხადებით, ფაშინიანი ორმხრივ ფორმატშია მიწვეული.

ფაშინიანი 5 ივნისს ტელეფონით ესაუბრა ერდოანს. მისი პრესცენტრის თანახმად, საუბარი სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა; ამასთან, ისინი შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი 2024 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში, გაეროს 79-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც განაცხადეს, „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზების საქმეში.

თურქული მედიის ცნობით, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ნიკოლ ფაშინიანს აჩუქა თავისი წიგნი, სათაურად „უფრო სამართლიანი სამყარო შესაძლებელია“. ეს წიგნი ერდოანმა 2021 წელს გამოსცა.

ფაშინიანი ერდოანს აცნობს სომხეთის მთავრობის ინიციატივას რეგიონში საკომუნიკაციო არხების „განბლოკვის“ შესახებ, „მშვიდობის გზაჯვარედინს“.
ფაშინიანი ერდოანს აცნობს სომხეთის მთავრობის ინიციატივას რეგიონში საკომუნიკაციო არხების „განბლოკვის“ შესახებ, „მშვიდობის გზაჯვარედინს“.

1991 წელს, სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. თუმცა, 1993 წელს, ყარაბაღის პირველი ომის მიმდინარეობისას, ანკარამ ერევანთან ურთიერთობები გაწყვიტა.

მას შემდეგ მხარეებს არ ჰქონიათ დიპლომატიური და კომერციული კავშირები.

ყარაბაღის მეორე ომის (2020 წელს) დასრულების შემდეგ, 2021 წელს, ანკარამ და ერევანმა სპეციალური წარმომადგენლები დანიშნეს ურთიერთობათა ნორმალიზაციისათვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S