Accentnews.ge
მედია: ისრაელი თეირანთან ახლოს რაკეტების წარმოების ობიექტს უტევს

მედია: ისრაელი თეირანთან ახლოს რაკეტების წარმოების ობიექტს უტევს

18/06/2025 10:39:00 მსოფლიო

ისრაელი ირანის დედაქალაქ თეირანთან ახლოს მდებარე ხოჯირის რაკეტების წარმოების ობიექტზე იერიშს ახორციელებს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დარტყმების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანის ნაწილის მოსახლეობა ევაკუაციის შესახებ გააფრთხილა და შემდეგ განაცხადა, რომ დედაქალაქის ტერიტორიაზე დარტყმების სერიას ახორციელებდა.

მედია წერს, რომ ხოჯირის რაკეტების წარმოების ობიექტი მნიშვნელოვანია ირანის ბალისტიკური რაკეტების ინფრასტრუქტურისთვის და ისრაელმა მას 2024 წლის ოქტომბერშიც დაარტყა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S